среда, 6 ноября 2013 г.

პ რ ო ე ქ ტ ი

. პროექტის სახელწოდება: ფრანგული სამზარეულო
2. პროექტის მთავარი იდეა: ფრანგული სამზარეულოს გაცნობა
3. პროექტის მიზნები: წერითი და ზეპირი მეტყველების უნარის განვითარება,კომუნიკაციის უნარის გამოვლენა,ლექსიკური მარაგის გამდიდრება
4. პროექტის აქტუალობა: ნასწავლი მასალის პრაქტიკული გამოყენება.
5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები:საჭმელების დემონსტრირება ,დეგუსტაცია.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაფა,პროექტორი,აუდიო თვალსაჩინოებები...
9. პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ 3 ჯგუფად,თითეულ ჯგუფს ვარქმევ თავის სახელს,პროექტის თემატიკიდან გამომდინარე.დასაწყისში განწყობის ასამაღლებლად მოსწავლეებს მოვასმენინებ ფრანგულ სახალისო სიმღერას სახელწოდებით ,,რესტორანში“და ვთხოვ მოსწავლეებს დაასახელონ სიმღერიდან ის სიტყვები, რომლებიც საჭმელებს ეხება და ვიწყებ ამ სიტყვების დაფაზე დაწერას.ამის შემდეგ გამოვაკრავ 3 თვალსაჩინოებას თითოეული ჯგუფისთვის .1-ფრანგული სალათა, 2-ნამცხვარი შოკოლადით და 3-კრეპები.სამივე ჯგუფს ცალ-ცალკე ვეკითხები მათი თვალსაჩინოების ნიმუშზე .რა ინგრედიანტებისაგან შედგება ისინი.ბავშვები იწყებენ დასახელებას.სამივე ჯგუფის სიტყვებს ვწერ დაფაზე.შემდეგ თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას,ვურიგებ ფურცლებს ,სადაც არის მათთვის განკუთვნილი კერძი და მათ უნდა შეავსონ ნაწილობითი არტიკლები წერტილების ნაცვლად (ამისათვის ეძლევათ 5 წუთი).წარმოადგენენ რიგ-რიგობით თავიანთ ნამუშევრებს და ვამოწმებთ ერთად რამდენად სწორად არის დავალება შესრულებული და გამოვავლენთ გამარჯვებულ გუნდს. ასევე მოხდება იმ მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასება რომლებთაც განსაკუთრებით იაქტიურეს...
10. საგნობრივი კავშირი: მუსიკასთან ინტეგრირება
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekamamuchishvili@gmail.com
12. პროექტის ხელმძღვანელი:ეკა მამუჩიშვილი
13. პროექტის ვებ-გვერდი: frangulikerzebiblogspot.com